ზელენსკი რუსულ მხარეს 30-დღიან ზავს სთავაზობს

21 აპრილი 2025, 11:19 360 ნახვა

უკრაინა რუსეთს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და სარაკეტო თავდასხმების მინიმუმ 30 დღით შეწყვეტას სთავაზობს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„თუ რუსეთი არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ეს იქნება იმის დასტური, რომ ის აპირებს გააგრძელოს მხოლოდ ის, რაც ანადგურებს ადამიანის სიცოცხლეს და ახანგრძლივებს ომს“, - წერს ზელენსკი იქსზე.

რუსეთმა და უკრაინამ კვირას ერთმანეთი   ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს.  ორივე მხარე ერთმანეთს ასობით თავდასხმის განხორციელებას აბრალებს.

კრემლი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების ბრძანება არ გაცემულა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი