აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ იაპონია არის პრიორიტეტული სავაჭრო მოლაპარაკებებში-ამის შესახებ ვაშინგტონში ჟურნალისტებს  იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა რიოსეი აკაზავამ   განუცხადა. აკაზავამ ისაუბრა იაპონიისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტიც ესწრებოდა.   
"იაპონიასთან შეხვედრები პრიორიტეტულია. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ 70 ან 100 ქვეყანაა რიგში და ვერ შეძლებს ყველას შეხვედრას დაესწროს, ამიტომ იაპონიასთან მოლაპარაკებები პრიორიტეტულია", - თქვა აკაზავამ.
იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო სავაჭრო მოლაპარაკებები, რაც ვაშინგტონის დათმობებზე წასვლის  მზაობის  გამოცდაა მას შემდეგ, რაც ტრამპის ტარიფებმა   ფინანსურ ბაზრებზე რყევები და  რეცესიის საფრთხე გამოიწვია.