დნიპროზე დრონებით თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

17 აპრილი 2025, 11:45 162 ნახვა

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ  ქალაქ დნიპროში რუსული დრონებით  მასიური თავდასხმის შედეგად  3 ადამიანი დაიღუპა და  30  დაშავდა. ინფორმაციას  დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი ლისაკი ტელეგრამ-არხით ავრცელებს. გუბერნატორის მონაცემებით, დაღუპულია ერთი ახალგაზრდა და ერთი ასაკოვანი ქალი.
ლისაკის თქმით, დაშავებული 16 ადამიანიდან სამი ბავშვია, 11 წლის, ექვსი წლისა და ცხრა თვის. ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  ქალაქ დნეპროს მერმა ბორის ფილატოვმა გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც  დაზიანებული შენობები და ქუჩაში  მიმოფანტული ნამსხვრევებია ასახული. მანტელეგრამ-არხზე  დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე დაასახელა და თქვა, რომ ერთი დარტყმა მუნიციპალური ოფისებიდან 100 მეტრის მოშორებით მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი