პუტინმა კრემლში ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები მიიღო

17 აპრილი 2025, 11:43 214 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  კრემლში შეხვდა ჰამასის მიერ ღაზაში ტყვეობიდან გათავისუფლებულ სამ მძევალს. „ვფიქრობ, მადლიერების სიტყვები უნდა გამოვხატოთ ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ამ ჰუმანიტარული აქტისთვის“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დროს.
ალექსანდრე ტრუფანოვი, მისი დედა ელენა ტრუფანოვა და მისი საცოლე საპირ კოენი ღაზის სექტორის საზღვარზე 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკების თავდასხმის დროს გაიტაცეს. 2023 წლის ნოემბერში ქალები გაათავისუფლეს ტყვეობიდან ცეცხლის შეწყვეტის პირველი შეთანხმების და პალესტინელი ტყვეებისთვის მძევლების გაცვლის ფარგლებში. თავად ალექსანდრე ტრუფანოვი ჰამასის ტყვეობიდან 2025 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი