კურსკზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა

15 აპრილი 2025, 14:35 128 ნახვა

რუსეთის განცხადებით,  უკრაინამ  კურსკის რეგიონზე ათობით დრონის გამოყენებით თავდასხმა განახორციელა.  დაღუპულია ერთი  , დაშავებულია ცხრა ადამიანი.  თავდასხმის შედეგად რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც აქვეყნებს მონაცემებს მხოლოდ იმის შესახებ, თუ რამდენი დრონი გაანადგურა  მისმა ძალებმა და არა რამდენი გაუშვა უკრაინამ, განაცხადა, რომ ღამით კურსკის რეგიონში 109 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში