ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ქმედებებს მოითხოვს 

14 აპრილი 2025, 09:48 143 ნახვა

რუსულმა ძალებმა  ორი ბალისტიკური რაკეტა  ესროლეს ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმს. მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო  თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.

სუმის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის  გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი საერთაშორისო რეაგირება მოითხოვა.

რუსები არ გრძნობენ შიშს და ამიტომ არის რაკეტები, ამიტომ არის თითქმის ასი საბრძოლო დრონი ყოველ ღამე, მათი უმეტესობა შაჰედია, - თქვა მან და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე თავდასხმების შესაჩერებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში