ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმმა -“ზალცბურგი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. გრაცელები თამაშს აგებდნენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა 48-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა. მალევე კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 25 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 30 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.