დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთიო ჩემპიონატის მორიგ ტურში „დინამო“ ბათუმი წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.
ბათუმელებს 15 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან, რაც შეეხება „სამგურალს,“ გუნდი 8 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.
„დინამოს“ და „სამგურალის“ მატჩი დღეს აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.