ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

13 აპრილი 2025, 11:59 224 ნახვა

ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 212 ათლეტი მონაწილეობს, საქართველოს ღირსებას კი 59 სპორტსმენი იცავს.  ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობა 14 აპრილს დასრულდება.
ბათუმმა ასევე უმასპინძლა კურაშის ევროპის კონფედერაციის კონგრესს, რომელზეც გაიმართა კონფედერაციის აღმასკომის არჩევნები და შემუშავდა ოთხწლიანი გენერალური გეგმა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი კურაშის მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში