საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში ‘’დინამო’’ ბათუმმა შინ ‘’თელავს’’ უმასპინძლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
ანგარიში პაულაუსკასის გადაცემის შემდეგ 45-ე წუთზე ქაფიანიძემ გახსნა და შავიზღვისპირელებმა ტაიმი მოიგეს.
მე-60 წუთზე დამატებაზე ბლესამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ‘’დინამოს’’ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას ბათუმელები 14 აპრილს ისევ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ‘’სამგურალის’’ წინააღმდეგ ითამაშებენ.