დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს, ამ დროისთვის გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 12 ქულით მესამე ადგილზეა და პირველადგილოსან „იბერიას“ 5 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება „თელავს,“ გუნდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
„დინამოსა“ და „თელავის“ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.