ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა ვერცხლის, ხოლო მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მინაშვილმა აზამატ ხოსონოვი და კამილ კოშციოლეკი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილთან დამარცხდა. მაისურაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა იარასლაუ იადკოუსკის 5:0 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე და ვლადიმერ გამყრელიძე დაეუფლნენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.