ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

09 აპრილი 2025, 19:57 257 ნახვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა.
პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მაგომედ ყურბანოვთან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა და საქართველოს ისტორიაში გახდა თავისუფალი სტილით პირველი მოჭიდავე, რომელმაც კონტინენტის პირველობა ზედიზედ სამჯერ მოიგო.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს აკაკი ქემერტელიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ. დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძე. სოლომონ მანაშვილი კი ფინალშია და საქართველოსთვის მეორე ოქროს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში