„კრიობაში“ გამარჯვების შემდეგ ნიკა მგელაძე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

09 აპრილი 2025, 14:03 205 ნახვა

ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლმა ნიკა მგელაძემ წარმატებით იასპარეზა თბილისში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ „კრიობაზე“.

„კრიობა“ ძველი ქართული საბრძოლო სახეობაა და ორთაბრძოლების რამდენიმე სტილს მოიცავს. ეს ნიკა მგელაძის ამ სახეობაში მეორე გამოსვლა და მეორე გამარჯვება იყო. მან მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბათუმელ მებრძოლს წინ მოლდოვაში ევროპის ჩემპიონატი ელოდება, რომელიც უკვე კა-1-ის წესებით გაიმართება.

როგორც მებრძოლი, ასევე მისი მწვრთნელიც იმედოვნებენ, რომ კონტინენტის პირველობიდან სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში