აშშ ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს ზრდის. ტარიფი წაახალისებს ფარმაცევტულ კომპანიებს, თავიანთი პროდუქციის წარმოება შეერთებულ შტატებში გადმოიტანონ - განაცხადა ტრამპმა კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.
ეს ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.