სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სროლის შედეგად ამერიკის ვირჯინიის შტატში. ინციდენტი სპოტსილვანიის ოლქში მოხდა. ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ. არ სახელდება სროლის მოტივი.
ტელეარხ ეი-ბი-სის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექვსი ადამიანი იპოვეს, რომელთაგან სამი გარდაიცვალა და დანარჩენები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            