უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა მადრიდის „რეალი“ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.
თამაშის გმირი აღმოჩნდა დეკლან რაისი, რომელმაც ორი გოლი საჯარიმოდან პირდაპირი დარტყმებით გაიტანა. კიდევ ერთი გოლი მიკელ მერინოს ანგარიშზეა.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მილანის „ინტერმა“ მიუნხენში „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა.
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. „ბარსელონა“ „დორტმუნდს“ მიიღებს, ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ კი ინგლისურ „ასტონ ვილას“ უმასპინძლებენ.
მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.