გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 97 კგ წონით კატეგორიის ფინალში მაჭარაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მაგომედ ყურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღესვე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ 2 ბრინჯაოს მედალია.
ბრინჯაოს მედლები 70 კგ. წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ და 79 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.