საქართველოს თასი მშვილდოსნობაში

08 აპრილი 2025, 19:54 259 ნახვა

ბათუმში, ანგისის სასროლეთზე ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში, რომელშიც 24 ვაჟი და 18 გოგონა მონაწილეობდა. ტურნირის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც 20-26 აპრილს თურქეთში ევროპის გრან პრიზე იასპარეზებს. რაც შეეხება საქართველოს თასის მეორე ეტაპს, ის ივნისში კვლავ ბათუმში გაიმართება, მესამე, დასკვნით ეტაპს კი ასპინძა უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში