გიორგი შერმადინი 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

08 აპრილი 2025, 09:35 175 ნახვა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა „გრანადასთან“ მოგებულ შეხვედრაში „ტენერიფეს“ 19 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ლიგა ენდესას ტურის მოთამაშედ შერმადინი კარიერაში 24-ედ აირჩიეს, რაც რეკორდია. მეორეადგილოსნებს, არვიდას საბონისსა და ლუ როს ეს ტიტული 19-19-ჯერ აქვთ მოპოვებული.

ამ მომენტისთვის გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში მეორე ადგილზეა და პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში