კენტუკის შტატში ძლიერი წყალდიდობაა

07 აპრილი 2025, 09:01 94 ნახვა

ამერიკის კენტუკის შტატში ძლიერი ქარიშხლებს წყალდიდობა მოჰყვა. სტიქია შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილს უტევს. დოუსონ სპრინგსის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დრონის ვიდეოზე აღბეჭდილია  გზები, ავტოსადგომები და რამდენიმე შენობა, რომლებიც წყლით არის დაფარული.

კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი გზა ჩაიკეტა შტატში გამანადგურებელი ქარიშხლებისა და წყალდიდობის გამო, რომლებმაც გასულ კვირას ზემო სამხრეთ და შუა დასავლეთის სხვა შტატებში  ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ქალაქ ფრანკფორტის პოლიციამ განაცხადა, რომ კენტუკიში ერთ-ერთი დაღუპული იყო 9 წლის ბიჭი, რომელიც პარასკევს დილით სკოლის ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა იგი უეცრად მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა.

სტიქიის რაიონში ბევრი სახლი ევაკუირებული, წყალმომარაგება შეზღუდული და სახელმწიფო ოფისები დახურულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში