ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა წარსულში ცნობილი მოჭიდავის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის და დამსახურებული მწვრთნელის ფარვიზ გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის.
გამარჯვებულები და პრიზიორები ბოლო საშეჯიბრო დღემ გამოავლინა.
აქვე გეტყვით, რომ აპრილის ბოლოს აჭარის 15 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.