ევროკავშირი კონტრზომებისთვის მზად არის - ფონ დერ ლაიენი

01 აპრილი 2025, 14:01 150 ნახვა

აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. „საპასუხო ზომების მიღება არ გვსურს, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩვენ საპასუხო ზომების ძლიერი გეგმა გვაქვს და ჩვენ მას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი ტარიფებთან დაკავშირებით პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაა.

„რა თქმა უნდა, ვაჭრობის სფეროში სერიოზული პრობლემები არსებობს: დისბალანსი, უსამართლო სუბსიდიები, ბაზრებზე წვდომის შესახებ უარი, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. მესმის ამერიკელების, როდესაც აცხადებენ, რომ წესებით სარგებელი სხვებმა მიიღეს. ამას ჩვენთვისაც ზარალი მოაქვს და მოდით, ამაზე ვიმუშაოთ. ტარიფები, გამონაკლისის გარეშე, საქმეს აუარესებს და არ აუმჯობესებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში