სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიბანის პრეზიდენტმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე შენობაზე და საერთაშორისო მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტს.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ტერორისტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.