ეროვნულ ლიგაში გამოტოვებული შეხვედრები გაიმართება. პირველი ტურის დაპირისპირებები დღეს ჩატარდება. ეს მატჩები 28 თებერვლიდან 2 მარტამდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო სამი მატჩი გადაიდო.
პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდება.
ბათუმელები თბილისელებს შეხვდებიან. მეტოქეები 8-8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, გამარჯვებული „იბერიას“ ქულებით გაუთანაბრდება.
დღესვე ერთმანეთს „სამგურალი“ – „კოლხეთი“ და „დილა“ – „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.
„დინამო“ ბათუმისა და „დინამო“ თბილისის მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.