ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს 

01 აპრილი 2025, 09:49 116 ნახვა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ნაკრების სრული შემადგენლობა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს გიორგი სარდალაშვილი; 66-ში – ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე; 73-ში – ლაშა შავდათუაშვილი; 81 – ტატო გრიგალაშვილი; 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველად იჭიდავებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ამავე წონაში გამოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე; 100 კილოგრამში ილია სულამანიძე იჭიდავებს, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილი.

ქალთა შორის პოდგორიცეში ჯულიეტა როდონაია, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე, ეთერ ასკილაშვილი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური პირველობისთვის საქართველოს ნაკრებს მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაემატებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში