ჩინელმა მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ორსული ქალი მიანმარის ქალაქ მანდალაიში. ისინი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში 65 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ მოყოლილები.
ქალაქი მანდალაი ახლოს მდებარეობს 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრთან, რომელმაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია მიანმარში და მასშტაბური ზიანი მიაყენა მეზობელ ტაილანდს.
ორივე ქვეყანაში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. მიანმარში, სახელმწიფო მედიის მონაცემებით, ათას 700 ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთმა, ჩინეთმა, მალაიზიამ, ტაილანდმა, სინგაპურმა და რუსეთმა მიანმარში სამაშველო გუნდები, დახმარება და სპეციალური ტექნიკა გაგზავნეს.