ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალისტი გახდა 

31 მარტი 2025, 09:55 145 ნახვა

ორ წელიწადში ერთხელ ტოკიოში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი გუნდურ ასპარეზობაში Team Trophy-ს თასზე. საქართველოს ნაკრები, გუნდის წევრთა 2025 წლის ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მიმდინარე სეზონის გრან პრის სერიების საერთო შედეგების გათვალისწინებით, ისტორიაში პირველად მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში.

ჩემპიონატზე დაშვებულია სულ ექვსი ქვეყნის გუნდი.

საქართველოს გარდა, ტოკიოში დაგეგმილ ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება 17-20 აპრილს, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში