ქართველმა მოციგურავეებმა ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს 

31 მარტი 2025, 09:48 155 ნახვა

ბოსტონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. თავისუფალი პროგრამის შემდეგ 31 ქვეყნის 39 მონაწილეს შორის ქართველი ნიკა ეგაძე მე-9 პოზიციაზე გავიდა და ზამთრის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპური ლიცენზია მათაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ლიცენზიები მოიპოვეს ასევე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმაც.

ბოსტონში ლიცენზია ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, თუმცა მას ამის შანსი დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე ექნება, რომელიც სექტემბერში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში