საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება 

31 მარტი 2025, 10:01 148 ნახვა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდისთვის მზადება დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება.

A ლიგის საგზურს, B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში