ანასტასია გუბანოვას წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

27 მარტი 2025, 12:44 199 ნახვა

ამერიკის ქალაქ ბოსტონში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს სახელით მოასპარეზეთაგან პირველი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა, რომელმაც ქალთა შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა.

გუბანოვა ევროპის ჩემპიონია და ტურნირის ფავორიტებს შორის მოიაზრებოდა, თუმცა პირველივე ნახტომისას შეცდომა დაუშვა, რამაც მის ციგურაობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და გუბანოვამ დაბალი შეფასება 47,31 ქულა მიიღო.

ამ მაჩვენებლით მან გამოსვლა 28-ე ადგილზე დაასრულა და თავისუფალი პროგრამით ვეღარ ისრიალებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში