შეჯიბრება სპინინგით თევზაობაში 

25 მარტი 2025, 14:01 122 ნახვა

რუსთავმა სპინინგით თევზაობაში შეჯიბრს უმასპინძლა. მონაწილეებს შორის ექვსი არასრულწოვანი იყო, რომლებმაც მშობლების ზედამხედველობით იასპარეზეს.  

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მოყვარულებმა სხვადასხვა ქალაქიდან. პროცესი ორ ეტაპად დაიყო და ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყველა დაჭერილი თევზი უვნებლად დააბრუნეს წყალსაცავში. ორგანიზატორების განცხადებით, სპინინგით თევზაობის შეჯიბრება  მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში