ელ-რიადში მოლაპარაკებების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება - თეთრი სახლი

25 მარტი 2025, 10:09 139 ნახვა

საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები   12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დელეგაციები ერთობლივი განცხადების ტექსტზე შეთანხმდნენ, რომელსაც დღეს გამოაქვეყნებენ. რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.

ამერიკულ დელეგაციას კი ხელმძღვანელობენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი.

მოლაპარაკებებზე შავ ზღვაში გემების უსაფრთხოება და ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის დროებითი შეწყვეტის საკითხები განიხილეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში