აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა „ტესლას“ მაღაზიებსა და დამტენ სადგურებზე განხორციელებულ თავდასხმებს ტერორისტული აქტი უწოდა. იგი ასე გამოეხმაურა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ტესლას ავტოსალონზე თავდასხმის ფაქტს.
''ეს არის საშინაო ტერორიზმი. პასუხისმგებელ პირებს გამოავლენენ, დააკავებენ და ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან", - წერს გამოძიების ფედერალური სამმართველოს დირექტორი იქსის პლატფორმაზე.