მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 12 ადამიანი იმსხვერპლა

25 მარტი 2025, 08:58 156 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ჩრდილოეთ მექსიკაში ფურგონის ხრამში გადავარდნის შედეგად. ვარდნისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რაც  მიმდებარე ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა.

უბედური შემთხვევა მოხდა ჩრდილოეთ შტატში, ნუევო ლეონში, რომელიც ესაზღვრება აშშ-ს. ფურგონში, რომელიც ხრამში  120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა,  16 ადამიანი იმყოფებოდა.

მსხვერპლთა ნაწილი ადგილზევე დაიღუპა, ზოგი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში