ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ დღეს სერბეთს დაუპირისპირდებიან 

25 მარტი 2025, 11:05 108 ნახვა

დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქული შეკრების ფარგლებში მეორე მატჩს გამართავს, სადაც ალეკსანდრ კოლაროვის სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში