საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს 

24 მარტი 2025, 13:58 164 ნახვა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა   მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.

აშშ-ის დელეგაციაში  შედიან სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი, ასევე, უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ უოლცის თანაშემწეები.

ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში