18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან გამარჯვებით დაბრუნდა.
ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, მათ შორის იყო მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა - ცურვა, სირბილი.