დღეს თბილისში სტარტი აიღო პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გათამაშებამ, რომელშიც 25 ქვეყნის 250-მდე პარაჯუდოკა ასპარეზობს. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი. J2-ის 70 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება.
ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი დაუპირისპირდებიან. პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.