სამხრეთ აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის მომენტი თვითმხილველმა გადაიღო. ინციდენტი სალდანჰაში გამართული 2025 წლის საჰაერო შოუს დროს მოხდა.
იმპალა მარკ 1-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო შოუზე მაყურებლების წინაშე ფრენას ახორციელებდა, ჯერ ცაში ამოტრიალდა, მიწაზე დაცემის შედეგად კი თვითმფრინავი აფეთქდა.
თვითმფრინავს მართავდა სამხრეთ აფრიკელი პილოტი ჯეიმს ოკონელი. მისი ბედი უცნობია.