ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა

24 მარტი 2025, 10:58 250 ნახვა

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 15 მილიონმა მოქალაქემ  და მათგან 13  მილიონ 200 ათასმა   ექრემ იმამოღლუს გამოუცხადა  მხარდაჭერა.   

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ   თურქეთის პრეზიდენტს    მიმართა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ექრემ იმამოღლუს არჩევნებში შეებრძოლოს.

სტამბოლის მერი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 54 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც.    

ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ერდოღანი მომდევნო, 2028 წლის არჩევნებისთვის რეალური კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში