ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
სათადარიგოები: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა დვალი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ზარია, ლევან შენგელია, გიორგი გულიაშვილი.
პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ერევანში 3:0 მოიგო. ორი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, ერთი კი გიორგი ქოჩორაშვილმა.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.