სულ რამდენიმე საათში "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებითი მატჩი გაიმართება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის. შეხვედრა "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.