ერთი დღე საქართველო-სომხეთის შეხვედრამდე - ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. კაპიტანი ბრუნდება - ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გურამ კაშია ითამაშებს.ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს და სხვა მოთამაშეებისთვისაც აპირებს შანსის მიცემას, - ამის შესახებ ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანიოლი, გუნდთან ერთად, სომხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებულია.