სტამბოლში ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, მესამე დღეა, გრძელდება.
ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაფრთხილების მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციების მიმართ ტოლერანტობა არ იქნება, ასიათასობით მოქალაქე ქალაქის მერის დაკავებას აპროტესტებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე აქციის მონაწილეები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების უკან დასახევად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად, ასევე, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.