ეს არის გადამწყვეტი დღეები ევროპისთვის და დატვირთული დღის წესრიგი ევროპული საბჭოს სხდომისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
სამიტზე, რომელიც ბრიუსელში დღეს იწყება, განიხილება ევროპის გადაიარაღების გეგმა და ასევე უკრაინის სამხედრო დახმარება.
სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ მიგრაციასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.