ქართველი 19-წლამდელები პოლონეთთან დამარცხდნენ

20 მარტი 2025, 09:50 169 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საშინაო ელიტრაუნდი პოლონეთთან მარცხით დაიწყო. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს მეტოქემ ყველა კომპონენტში აჯობა და სამი უპასუხო გოლიც გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

22 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება, ხოლო 25-ში - მონტენეგროს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში