კიევის ოლქში საჰაერო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. უკრაინის სუმის რეგიონში რუსულმა დრონებმა დააზიანა ორი საავადმყოფო.
საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა დაბლოკოს მოსკოვის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ომის გაჭიანურებისკენ არის მიმართული.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 40-ზე მეტი დრონი გაუშვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე საათში.