თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე კორუფციისა და ტერორისტული ჯგუფის დახმარების ბრალდებებით დააკავეს, რასაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა უწოდა.
სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს წინააღმდეგ ორი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებიც მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მექრთამეობას და ტენდერების გაყალბებას ედავება. იმამოღლუს პარტია მზად იყო რამდენიმე დღეში ის დაესახელებინა ერდოღანის კონკურენტად, რომელიც თურქეთს ორ ათწლეულზე მეტია მართავს.
სტამბოლის მეორე ვადით არჩეული მერი ფართოდ განიხილება როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატი ნებისმიერ მომავალ კენჭისყრაში. ვიდეოში, რომელიც მან თავის იქსის ანგარიშზე გაავრცელა, იმამოღლუმ თქვა, რომ არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას.
იმამოღლუს დაკავება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა გააუქმა იმამოღლუს დიპლომი, რათა მან ვერ შეძლოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.