აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება არ განიხილებოდა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა მოითხოვა კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა. ტრამპმა ეს კომენტარი ფოქს-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ცნობილია, რომ პუტინი დათანხმდა დროებით შეაჩეროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები, მაგრამ უარი თქვა სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ტრამპის იმედით, იქნებოდა პირველი ნაბიჯი მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ.
კრემლის ინფრომაციით, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზინდეტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა მოითხოვს უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტას.
„რეალურად დახმარებაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, ორივესთან ვიქნებით მეგობრული - განაცხადა ტრამპმა.
მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო ფართო სამშვიდობო გეგმისკენ წინსვლას, დაუყოვნებლივ დაიწყება, განაცხადა თეთრმა სახლმა ორ ლიდერს შორის ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მაგრამ გაურკვეველია იქნება თუ არა უკრაინა ჩართული ამ მოლაპარაკებებში.